კომპანიის შესახებ
სამშენებლო კომპანია "კელასური ბაზალეთი" დაარსდა 2022 წლის თებერვალში, "კელასური ჯგუფის" ქვეშ.
კომპანია ორიენტირებულია თბილისის გარშემო სუბურბანული პროექტების განვითარებაზე.
კომპანიის მიზანია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უძრავი ქონების განვითარება, სადაც
თითოეული მაცხოვრებელი თავს იგრძნობს მყუდროდ, კომფორტულად და უზრუნველყოფილი იქნება
საჭირო ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, კომპანია მიზნად ისახავს მშენებლობაში ინოვაციური,
ჭკვიანი მოწყობილობებისა და ენერგოეფექტური დათბუნების მასალების გამოყენებით მაქსიმალურად
გააუმჯობესოს ბინების ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი, რათა შეამციროს გარემოზე მავნე
ზემოქმედება გრძელვადიან პერიოდში

ვუდსაიდ ბაზალეთი
ვუდსაიდ ბაზალეთი კელასური ბაზალეთის პირველი პროექტია.
პროექტი ორიენტირებულია ე.წ. "დაცული დასახლების" (Gated Community) შექმნაზე თბილისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა მშვიდ გარემოში.
ჩვენი მიზანია ადამიანებს, რომლებსაც სურთ გაერიდონ ქალაქის ხმაურს და იცხოვრონ ბუნებასთან ახლოს, თუმცა ამავდროულად შეინარჩუნონ ქალაქური ცხოვრების სტილი, ამის საშუალება მივცეთ ხელმისაწვდომ ფასად. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
ჩვენი დასახლება მდებარეობს ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, ბაზალეთის ტბიდან 700 მეტრის დაშორებით, 26 ჰექტარი ტყის მასივის და მდინარე ლაზვიანის გვერდით, კავკასიონის ხედით ჩრდილოეთიდან. ცნობილია, რომ ბაზალეთის ჰაერი უნიკალურია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებით. გარდა ამისა, ბაზალეთის ტბის ულამაზესი ხედები წლის ნებისმიერ დროს შეგიქმით მშვიდ და ხალისიან განწყობას. კომპანია უზრუნველყოფს დასახლების გვერდით არსებულ ტყეში მოწესრიგებული, კომფორტული თავშეყრის ადგილების მოწყობას, სადაც მუდმივად შეგეძლებათ დასვენება და განტვირთვა.